"ქრისტიან- დემოკრატიული მოძრაობის " სამგორის მაჟორიტარობის კანდიდატი მაგდა ანიკაშვილი აეროპორტის დასახლებაში მცხოვრებ ქალბატონ მაყვალა ფოლადაურს ესტუმრა.
მაგდა ანიკაშვილის განცხადებით, ქალბატონი მაყვალა მეზობლის ჯიხურში ცხორობს, რადგან საცხოვრებელი სახლი არ აქვს.
მისივე თქმით, სწოროდ იმიტომ, რომ ქალბატონ მაყვალას არ აქვს უძრავი ქონება და ცხოვრობს ჯიხურში, სახელმწიფო სოციალურად დაუცველის სტატუს არ ანიჭებს.
„ქალბატონ მაყვალას არ აქვს არც უძრავი და არც მოძრავი ქონება, ცხოვრობს ჯიხურში უკიდურესად გაჭირვებულ მდგომარეობაში და სწორედ სახელმწიფო პროგრამის უვარგისობის გამო, ასეთი ადამიანები ვერ იღებენ სოციალურად დაუცველის სტატუსს. „ქრისტიან - დემოკრატების" გამარჯვების შემთხვევაში, ჩვენს მიერ შემუშავებული პროგრამის მიხედვით ასეთი ადამიანები არა მხოლოდ ჯანმრთელობის დაზღვევით, არამედ საცხორებელი პირობებით იქნებიან უზრუნველოფილნი." - განაცხადა მაგდა ანიკაშვილმა