"ქრისტიან- დემოკრატიული მოძრაობის "ისნის მაჟორიტარობის კანდიდატი ლევან ვეფხვაძე ისნის რაიონში ვაზისუბანის მოსახლეობას შეხვდა და გაეცნო მათ პრობლემებს.
ლევან ვეფხვაძემ მოსახლეობას „ქრისტიან - დემოკრატიული მოძრაობის" წინასაარჩევნო პროგრამა წარუდგინა და პარტიის პრიორიტეტებზე ისაუბრა.
ვეფხვაძის განცხადებით, მოსახლეობის ძირითად პრობლემას კვლად შიდა გზების გაუმართაობა, დასაქმება და კომუნალურ გადასახადებზე დაწესებული მაღალი ტარიფები წარმოადგენს.
„ვაზისუბნის მოსახლეობას ისეთი ლოკალური პრობლემები აწუხებს, როგორიცაა სასმელი წყლის მიწოდება, შიდა გზების გაუმართაობა, უმუშევრობა და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, უსამართლოდ გაზრდილი მაღალი ტარიფები. ჩვენი, „ქრისტიან - დემოკრატების" მიზანია შვილები იყვნენ განათლებულნი , მათი მშობლები იყვნენ დასაქმებულნი და პენსიონერები იყვნენ დაფასებულნი. ამის მისაღწევად კი საჭიროა ეკონომიკა აამუშავოს ენერგეტიკამ და ენერგეტიკა დავუბრუნოთ ხალხს." - განაცხადა ლევან ვეფხვაძემ