თბილისში, ღუდუშაურის სახელობის კლინიკის ეზოში სამხედრო ვერტმფრენი დაეშვა.
ტერიტორიაზე შესვლა, საავადმყოფოს პერსონალის გარდა, ყველასთვის აკრძალულია.
დაცვის გაძლიერებული ზომები კლინიკაში, სავარაუდოდ, საქართველო-დაღესტნის საზღვარზე, ლოპოტას ხეობაში მიმდინარე დევნის ოპერაციას უკავშირდება.
არსებული ცნობებით, დევნის ოპერაციის შედეგად არიან დაჭრილები და დაშავებულები.