საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური საგარეო ვაჭრობის სტატისტიკის წარმოებაში, საერთაშორისოდ აღიარებული პრაქტიკის შესაბამისად, საგარეო ეკონომიკური საქმიანობის სასაქონლო ნომენკლატურის ჰარმონიზებული სისტემის HS 2007 ვერსიიდან გადავიდა ახალ HS 2012 ვერსიაზე.
ახალ კლასიფიკატორზე გადასვლა მსოფლიო საბაჟო ორგანიზაციის, გაერთიანებული ერების ორგანიზაციისა და ევროკავშირის მოთხოვნებიდან გამომდინარე განხორციელდა.
საგარეო ვაჭრობის ახალი კლასიფიკატორის შესაბამისად უკვე ხელმისაწვდომია 2009-2012 წწ მონაცემები.