"სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება" სამართალდამცავ ორგანოებს მოუწოდებს დაუყოვნებლივ გამოიძიონ დუშეთში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მაჟორიტარობის კანდიდატის, ზურაბ ოტიაშვილის მიერ ამომრჩევლის მოსყიდვის ფაქტი.
2012 წლის 27 აგვისტოს „მცხეთა-მთიანეთის საინფორმაციო ცენტრის" მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, დუშეთის საარჩევნო ოლქში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, ზურაბ ოტიაშვილმა ჩარგალში, 25 აგვისტოს, „ვაჟაობაზე" ერთ-ერთ ამომრჩეველს 500 ლარი გადასცა.
აღნიშნულ ფაქტს ადასტურებს თავად ზურაბ ოტიაშვილი, თანხის მიმღები მოქალაქე და რამოდენიმე თვითმხილველი.
გამომდინარე იქიდან, რომ მსგავსი ქმედება წარმოადგენს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1641 მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულს - „ამომრჩევლის მოსყიდვას", მოვუწოდებთ სამართალდამცავ ორგანოებს, დაუყოვნებლივ დაიწყონ გამოძიება აღნიშნულ ფაქტში დანაშაულის ნიშნების შესწავლის მიზნით.