ღუდუშაურის სახელობის ეროვნულ სამედიცინო ცენტრში შესვლა შეზღუდულია. საავადმყოფოს პერიმეტრი დაატოვებინეს ჟურნალისტებს. კლინიკის წარმომადგენლები არ აკონკრეტებენ, თუ რას უკავშირდება აღნიშნული შეზღუდვა.
საავადმყოფოს ტერიტორიაზე მხოლოდ იმ მანქანებს უშვებენ, რომლებიც კლინიკის თანამშრომლებს ეკუთვნით.