შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, პირი, რომელმაც თელავში თავი მოიკლა, პოლიციის თანამშრომელი არ იყო. შსს-ს პრესსამსახურის უფროსის, სალომე მახარაძის ინფორმაციით, სანდრო როსულაშვილი, ყოფილი სამხედრო იყო.
მისივე თქმით, ლაფანყურთან მიმდინარე დევნის ოპერაციასთან ამ ფაქტის არანაირი კავშირი არ აქვს.
"მას პოლიციასთან არანაირი შეხება არ ჰქონდა. იყო ყოფილი და არა მოქმედი სამხედრო და საერთოდ სოფელ ლაფანყურთანაც არ ჰქონია შეხება. იგი თელაველი იყო", - აღნიშნა სალომე მახარაძემ.
შეგახსენებთ, რომ გავრცელდა ინფორმაცია - თელავში პოლიციის ერთ-ერთმა თანამშრომელმა, ს.რ-მ თავი მოიკლა