საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია საარჩევნო სუბიექტებს შეახსენებს, რომ პარტიული სიებისა და მაჟორიტარული კანდიდატების, აგრეთვე თანდართული დოკუმენტაციის ცესკოში წარდგენის ვადა იწურება 2012 წლის პირველ სექტემბერს.
პროცედურულ ვადებთან დაკავშირებული გაუგებრობების თავიდან აცილების მიზნით, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია საარჩევნო სუბიექტებს მიმართავს თხოვნით, - ყურადღებით მოეკიდონ აღნიშნულ საკითხს და დროულად დაიჭირონ თადარიგი ყველა საჭირო განაცხადისა და დოკუმენტაციის წარმოსადგენად.