მასაჩუსეტის შტატის ექს-გუბერნატორი მიტ რომნი ოფიციალურად გახდა აშშ-ის რესპუბლიკური პარტიის კანდიდატი ქვეყნის პრეზიდენტის პოსტის დასაკავებლად.
შესაბამისად თეთრი სახლისთვის ნოემბერში გასამართ საპრეზიდენტო არჩევნებში იბრძოლებენ ამჟამინდელი პრეზიდენტი ბარაკ ობამა და მიტ რომნი.
ბოლო სოციოლოგიური გამოკითხვების მიხედვით ამ ეტაპზე არც ერთ კანდიდატს არ აქვს გამოკვეთილი უპირატესობა.
მიტ რომნის ყრილობაზე მხარი დაუჭირა 2061-მა დელეგატმა.
რომნი უფრო მკაცრი საგარეო პოლიტიკური კურსის გატარების მომხრეა. მაგალითისთვის, მიტ რომნი სირიის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციის წინააღმდეგი არაა და დაუშვებლად მიიჩნევს ირანის მიერ ბირთვული იარაღის ფლობას.
"ჩვენ მზად უნდა ვიყოთ გავატაროთ ყველა აუცილებელი ქმედება, იმისათვის, რათა გარნტირებული გვქონდეს, რომ მასობრივი განადგურების იარაღი ტერორისტების ხელში არ მოხვდება. თუ ეს მოითხოვს ჯარის გამოყენეებას ან სხვა სახის აქციებს ჩვენი და მოკავშირეების მხრიდან, ჩვენ უნდა გამოვიყენოთ ეს შესაძლებლობა", - განაცხადა რომნიმ.
სირიის პრობლემის გადაწყვეტის საკითხში მან მთავარ მოკავშირედ თურქეთი და საუდის არაბეთი დაასახელა და აღნიშნა, რომ ტერორისტების მხრიდან ქიმიური იარაღის ხელში ჩაგდების რისკი საკმაოდ მაღალია.
რომნიმ ირანის ბირთვულ სახელმწიფოდ ჩამოყალიბებას "აბსოლუტურად მიუღებელი" უწოდა".
არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში რომნი აპირებს მაქსიმალურ ზეწოლას თეირანზე, რათა მან ვერ შეძლოს ბირთვული იარაღის შექმნა.
ასევე ყრილობაზე ოფიციალურად გაცხადაა ქვეყნის ვიცეპრეზიდენტობის კანდიდატი -ვისკონსინის შტატის კონგრესმენი პოლ რაიანი.
რაიანი მოითხოვს გადასახადებისა და საბიუჯეტო ხარჯების შემცირებას, ასევე პრეზიდენტ ობამას მიერ დაწყებული ჯანდაცვის რეფორმის შეწყვეტას.
შეგახსენებთ, რომ აშშ-ში საპრეზიდენტო არჩევნები 4 ნოემბერს გაიმართება.