საქართველოს პრეზიდენტის მიერ მსჯავრდებულთა შეწყალებასთან დაკავშირებით სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრმა ხათუნა კალმახელიძემ ბრიფინგი გამართა.
მინისტრის განცხადებით, მარიამობის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტმა 168 მსჯავრდებული შეიწყალა, რომელიც დღესვე დატოვებს თავისუფლების აღკვეთის სისტემას.
მსჯავრდებულთა გათავისუფლების პროცესი დღის განმავლობაში დასრულდება.
შესაბამისად, პრეზიდენტის მიერ შეწყალებული მსჯავრდებულები მარიამობას თავიანთ ოჯახებში აღნიშნავენ.