ბრიტანელები შესაშურ პატრიოტიზმს ავლენენ და საკუთარი პრინცის მხარდასაჭერად მასობრივად შიშვლდებიან.
უელსის პრინცი ჰარის პიკანტურმა ფოტოებმა სკანდალის შემდეგ დიდ ბრიტანებში ახალი, ამჯერად სოლიდარობის ტალღა გამოიწვია. მის მხარდასაჭერად Facebook-ში შეიქმნა გვერდი "Support Prince Harry with a naked salute " (პრინცი ჰარის მხარდაჭერა შიშველი მისალმებით).
ამ დილის მდგომარეობით 28 ათასმა ადამიანმა განათავსა თავისი შიშველი ფოტო სამხედრო მისალმებით. ეს მისალმება ეძღვენა პრინც ჰარის, რომელმაც როგორც ცნობილია ავღანეთში გაიარა სამხედრო სამსახური, ვეტმფრენის პილოტის რანგში.
"თუ თქვენ მსახურობდით ან მსახურობთ, განათავსეთ თქვენი ფოტოები ჩვენი სამეფოს საყვარელი ბიჭუნას მხარდასაჭერად", - აცხადებენ Facebook-ში სპეციალური გვერდის შემქმნელები.
პირველები ამ მოწოდებას ბრიტანელი სამხედროები გამოეხმაურნენ, რომლებიც ავღანეთში მსახურობენ. Facebook-ში ბრიტანეთის ჯარის სამხედრო მოსამსახურეებმა - მამკაცებმაც და ქალებმაც, განათავსეს საკუთარი შიშველი ფოტოები, რომლებშიც ისინი სამხედრო სალამს აძლევენ საკუთარ პრინცს.
მოგვიანებით აქციაში სამოქალქო პირები ჩართვნენ. მას სამხედრო სალამს აძლევენ ორსული და ასაკოვანი ქალები, ბავშვები და დავრდომილებიც კი.
ჯგუფის შემქნელი ჯორჯ ვაილი აცხადებს, რომ აქცია სპონტანურია და იგი ბრიტანეთის სამეფო ოჯახის მხარდასაჭერად შეიქმნა.
ხალხის მხარდაჭერა განსაკუთრებით სჭირდება ჰარის, რადგან ის მესამე რიგის მემკვიდრედ ითვლება და ჯერაც არ შეუფასებიათ მისი სკანდალი პრინც ჩარლზსა და პრინც უილიამს.
მით უფრო, რომ ელიზაბედ მეორეს ავსტრალიაში დაგეგმილი ვიზიტისას, მისი თანმხლები სწორედ ჰარი უნდა ყოფილიყო. შესაბამისად არც ისაა ცნობილი იახლებს თუ არა დედოფალი ოფიციალურ მგზავრობაში თავის საყვარელ შვილიშვილს.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის TMZ.com -მა გაავრცელა პრინც ჰარის პიკანტური ფოტოები, რომელიც ლას-ვეგასში ერთ ერთ სასტუმროშია გადაღებული. ფოტოებზე პრინცი უცნობ გოგონასთან ერთად შიშველი ბილიარდს თამაშობს.
გავრცელებული ინფორმაციით, პრინცი ბილიარდს გახდაზე თამაშობდა და რამდენიმე პარტიის წაგების შემდეგ დარბაზში შიშველი აღმოჩნდა.
შემდგომ უელსის პრინც ჰარის პორნოფილმში გადაღებისთვის 10 მილიონი აშშ დოლარი შესთავაზეს. ამის შესახებ TMZ.com წერს, რომელმაც რამდენიმე დღის წინ ლას-ვეგასში გადაღებული პრინცის პიკანტური ფოტოები გამოაქვენა.
გამოცემის ინფორმაციით, აშშ-ში პორნოწარმოების უდიდესი კომპანიის Vivid Entertainment -ის ხელმძღვანელმა პრინცს წერილი გაუგზავნა.
"ჩვენ სასიამოვნოდ გაგავაკვირვა თქვენმა ცელქობამ ლას-ვეგასში. სამწუხაროდ, ის რაც ვეგასში ხდება, მუდამ არ რჩება იქ", - ნათქვამია კომპანიის ხელმძღვანელის სტივ ჰირშის წერილში.
სტივ ჰირში მიიჩნევს, რომ ჰარის კანდიდატურა საუკეთესოა ამ ჟანრის ახალი შედევრის შესაქმნელად.
"ჩვენ გვსურს თქვენ შემოგთავაზოთ, მართლაც გახდეთ ყველა დროის "ყველაზე მაგარი პრინცი", რომელიც მონაწილეობას მიიღებს გასართობ, სექსუალურ მაღალბიუჯეტიან ფილმში სახელწოდებით "ჰარის უსიამოვნებანი" (The Trouble with Harry)", - ნათქვამია წერილში.
პრინცს უფლება ეძლება თავად აირჩიოს გადაღებების ადგილი. რაც შეეხება სექსის სცენებს, სტივ ჰირში პირობას დებს, რომ ის სამეფო პერსონის შესაფერისი იქნება.