მარიამი საქართველოში პოპულარული სახელია. სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ინფორმაციით, ამ დროისთვის საქართველოში 98 645 მარიამი ცხოვრობს.
28 აგვისტოს მართლმადიდებელი სამყარო ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაულს - მარიამობას აღნიშნავს. აღნიშნულ თარიღთან დაკავშირებით, მონაცემთა ბაზებისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების ინფრასტრუქტურის მართვის დეპარტამენტის მონაცემთა ხარისხის მართვის სამსახურმა კვლევა ჩაატარა.
აღსანიშნავია, რომ სახელი მარიამი გავრცელებულია ყველა თაობის ქალბატონებში. პოპულარობით სარგებლოს ამავე ფუძისგან წარმოებული კნინობით-ალერსობითი სახელებიც ისეთები, როგორიცაა მარი (5588), მარიკო (64), მარიკა (5923), მარიტა (779), მარია (8015), მარო (4229) და სხვა.
სახელი მარიამი ახალშობილი გოგონების პოპულარული სახელების ხუთეულშიცაა: ნინო, მარიამი, ბარბარე, ანასტასია, ანა.