ერთიანი ნაციონალური მოძრაობის, საბურთალოს რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ანდრია ურუშაძე, იაშვილის სახელობის ბავშვთა რესპუბლიკურ საავადმყოფოს ეწვია და ქირურგიულ განყოფილებაში, 3 წლის პაციენტი მოინახულა. Aანდრია ურუშაძემ პაციენტის მშობელთან ჯანდაცვის ხელმისაწვდომობასა და დაზღვევის სახელმწიფო პროგრამაზე ისაუბრა, რომლის მიხედვით სექტემბრიდან ქვეყნის მასშტაბით 6 წლამდე ასაკის ბავშვი და ყველა პენსიონერი სახელმწიფოს მიერ იქნება დაზღვეული, რაც მნიშვნელოვანი შეღავათი იქნება მოსახლეობისთვის.
მასალის გამოყენების პირობები