კოალიცია "ქართული ოცნების" ლიდერი ბიძინა ივანიშვილი მის მიმართ საქართველოს პრეზიდენტის ბრალდებას, ბრალდებითვე პასუხობს და აცხადებს, რომ თავად დააბრუნა საქართველოში საბჭოთა კავშირი.
ბიძინა ივანიშვილმა ონში მოსახლეობასთან შეხვედრისას, სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ პრეზიდენტი "ქართულ ოცნებას" ადანაშაულებს, რომ კოალიციას საბჭოთა კავშირში დაბრუნება სურს, რეალურად კი "სააკაშვილმა თავად დააბრუნა საქართველოში საბჭოთა კავშირი"
"სააკაშვილმა თავად დააბრუნა საქართველოში საბჭოთა კავშირი, რადგან ქვეყანაში არ არსებობს განსხვავებული აზრი და არსებობს პარტია "ნაციონალური მოძრაობა", რომელიც კომუნისტურ პარტიას ჰგავს", - განაცხადა ივანიშვილმა და აღნიშნა, რომ ხელისუფებამ საქართველოს ეროვნული დღესასწაული გადააქციას პარტიულ დღესასწაულებად.
"სად გსმენიათ, "ვაჟაობა" ერთ თვეში ორჯერ გვეზეიმოს", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
მისივე თქმით, კოალიცია "ქართულ ოცნებას" მსგავსი არც განცხადება გაუკეთებია და არც მოქმედებით გამოუხატავს.