გიგანტური ხელით ნაქსოვი ხალიჩა, რომელიც ირანელი ხელოსნების მიერაა დამზადებული, გინესის რეკორდების წიგნში, როგორც მსოფლიოში ყველაზე დიდი ხელითნაქსოვი ხალიჩა, შევიდა. ხალიჩა, რომელიც ამ დროისათვის არაბეთის გაერთიანებული ემირატების მეჩეთში მდებარეობს, აბუ-დაბიში ტურისტების მიზიდვის ერთ-ერთი კარგი საშუალებაა.
გიგანტური ხალიჩის სიგრძე 133მეტრი, ხოლო სიგანე თითქმის 48 მეტრია. ხალიჩა 48 ტონას იწონის და მის შექმნაზე თავის დროზე 1,2 ათასი ადამიანი მუშაობდა.
როგორც ცნობილია, ირანი ხალიჩების წარმოებაში მსოფლიო ლიდერია და მასზე ისლამური რესპუბლიკებში არსებული ხალიჩების 1/3 მოდის.