სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის ინიციატივით, მარიამობის დამდეგ დღესასწაულთან დაკავშირებით, მოქალაქეებმა ვიდეოპაემნის სერვისით უფასოდ ისარგებლეს.
აქცია 27 აგვისტოს, თბილისის, ქუთაისისა და ბათუმის პრობაციის ოფისებში ჩატარდა. ვიდეოპაემანზე მისული მოქალაქეები სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მყოფ ახლობლებს გადასახადის გარეშე დაუკავშირდნენ.
მსჯავრდებულთან ვიდეოპაემანის ხანგრძლივობა 15 წუთით განისაზღვრება და მისი ღირებულება 15 ლარს შეადგენს. სოციალურად დაუცველი მოქალაქეები გადასახადისგან გათავისუფლებულები არიან.
ამ ეტაპზე ვიდეოპაემნის სერვისი ხორციელდება თბილისის, ქუთაისისა და ბათუმის პრობაციის ოფისებიდან, №11 არასრულწლოვანთა სპეციალურ დაწესებულებაში, ქსნის #15 დაწესებულებაში, რუსთავის №16 და №17 დაწესებულებებში.