დღეს, 27 აგვისტოს Summer Job-ში დასაქმებული სტუდენტებისთვის ხელფასები სრულად გაიცემა. განათელბისა და მეცნიერების სამინისტროს, დამსაქმებელ ორგანუიზაციასა და სტუდენტს შორის გაფორმებული შრომითი ხელშეკრულების მე-4 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად. დამსაქმებელი შრომის ანაზღაურებას ახორციელებს პროგრამის მონაწილის მიერ წარმოდგენილი სამუშაოს შესრულების შესახებ ანგარიშების საფუძველზე, ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადის გასვლიდან არაუგვიანეს 5 (ხუთი) სამუშაო დღის ვადაში.
განათლების სამინისტროს ინფორმაციით, ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადები არასამუშაო დღეებს კონკრეტულად შაბათ-კვირას დაემთხვა
"ყველა იმ სტუდენტს, რომელმაც მონაწილეობა მიიღო დასაქმების პროგრამაში ანაზღაურებას მიიღებენ საქართველოს ბანკის პლასტიკურ ბარათზე, რომელიც ყველა მონაწილეს უფასოდ დაუმზადდა.
იმ შემთხვევაში, თუ სტუდენტს რაიმე სახის პრობლემა შეექმნება ბანკთან ან პლასტიკურ ბარათთან დაკავშირებით გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ცხელ ხაზზე 2 200 220"- განმარტავენ სამინისტროში.
საზაფხულო დასაქმების პროგრამაზე მუშაობის პროცესი 20 აგვისტოს დასრულდა. პროგრამა წარმატებით განხორციელდა და მასში გათვალისწინებული სამუშაოები 23 000-მდე სტუდენტმა გაიარა.