"საქართველოს ბანკმა" იპოთეკურ და ბიზნესსესხებზე სპეციალური შეთავაზების შესახებ განაცხადა. შეთავაზების ფარგლებში, მომხმარებელი, რომელიც პორტირებას მოახდენს მისი იპოთეკური სესხით საქართველოს ბანკში, მიიღებს ყველაზე დაბალ საპროცენტო განაკვეთს 11%-დან, 15 წლამდე ვადით.
საქართველოს ბანკში ბიზნესსესხით პორტირების შემთხვევაში კი, მომხმარებელი მიიღებს ბიზნესსესხებზე სხვაგან არსებულ პირობებზე უკეთეს შეთავაზებას.