2012 წლის ივლისში, გასული წლის შესაბამის თვესთან შედარებით, სატვირთო გადაზიდვებზე მწარმოებელთა ფასები 0,6%-ით შემცირდა. მიმდინარე წლის ივლისში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, სატვირთო გადაზიდვებზე მწარმოებელთა ფასების ინდექსმა 99,4 შეადგინა.
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2012 წლის ივლისში, წინა წლის ამავე თვესთან შედარებით, საქართველოს სახმელეთო ტრანსპორტის მწარმოებელთა ფასების ინდექსი 99,6-ს შეადგენს. ამავე პერიოდში, მწარმოებელთა ფასების ინდექსი წყლის ტრანსპორტზე 2,2%-ით შემცირდა, ხოლო საჰაერო ტრანსპორტზე მწარმოებელთა ფასები არ შეცვლილა.