„ქრისტიან - დემოკრატიული მოძრაობის" გლდანის მაჟორიტარობის კანდიდატი ინგა გრიგოლია დღეს ზაჰესის მოსახლეობას შეხვდა და ადგილზე გაეცნო მათ პრობლემებს.
შეხვედრისას ინგა გრიგოლიამ მოსახლეობას „ქრისტიან - დემოკრატიული მოძრაობის" წინასაარჩევნო პროგრამა წარუდგინა და პარტიის პრიორიტეტებზე ისაუბრა.
ინგა გრიგოლიას განცხადებით, „ქრისტიან - დემოკრატების" გამარჯვების შემთხვევაში, ქვეყანაში დაწესდება სამართლიანი ტარიფები, რომელიც თითოეული ოჯახის ცხოვრების პირობებს გააუმჯობესებს.
„დღეს შევხვდი ზაჰესის მოსახლეობას, რომლისთვისაც ძირითად პრობლემად კვლავ უმუშევრობა და უსამართლოდ გაზრდილი ტარიფები რჩება. მე კიდევ ერთხელ ვპირდები ჩემს ამომრჩეველს, რომ „ქრისტიან - დემოკრატიული მოძრაობის" გამარჯვების შემთხვევაში, მოხდება „ენერგო პროსა" და „თელასის" გამოსყიდვა, რაც კომუნალურ გადასახადებზე სამართლიან ტარიფებს დააწესებს და მოსახლეობას ცხოვრების ყოფით პირობებს შეუმსუბუქებს" - განაცხადა ინგა გრიგოლიამ.