ჟინვალის რწმუნებულის ბესო ბუზალაძის მკვლელობაში ბრალდებული ლევან ბადაგაძე პოლიციას ჩაბარდა, - ამის შესახებ შს სამინისტროს იტყობინება.
"გუშინ, 23:55 საათზე, პოლიციაში საკუთარი ნებით გამოცხადდა დუშეთში მცხოვრები ზურაბ შოთას ძე ბადაგაძე, რომელმაც პოლიციას განუცხადა, რომ ბუზალაძე შელაპარაკების ნიადაგზე საკუთარი, არარეგისტრირებული ნაგანის სისტემის იარაღით მოკლა. ბადაგაძის განცხადებით, მკვლელობის იარაღი მან მდინარეში გადააგდო. ბუზალაძე პოლიციის თანამშრომლებმა სოფელ ბიჩნიგაურში გუშინ გარდაცვლილი იპოვეს", - აცხადებს შსს.
მათივე ინფორმაციით, ჟინვალის რწმუნებულის, ბესიკ ბუზალაძის მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით მცხეთა-მთიანეთის სამხარეო შს მთავარ სამმართველოში სისხლის სამართლის საქმე 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) არის აღძრული.