"ქრისტიან-დემოკრატიულიმოძრაობის" კრწანისის მაჟორიტარობის კანდიდატმა ზაზა გაბუნიამ კალისტრატე ცინცაძის ქუჩაზე მცხოვრები ოჯახები მოინახულა, რომლებიც ავარიულ სახლებში ცხოვრობენ.
ზაზა გაბუნიას თქმით, ამ სახლებში მცხოვრები ოჯახები საჭიროებენ დროულ და ეფექტურმ ხარდაჭერას იმისთვის, რომ გამოირიცხოს საფრთხე, რომელსაც მათ ამორტიზირებული შენობა ყოველდღიურად უქმნის და მეორე მხრივ, გაუმჯობესდეს ამ ადამიანების საცხოვრებელი პირობები.
"კრწანისში ერთ-ერთი მთავარი პრობლემა სწორედა ვარიული სახლებია, მე ვხვდები ასეთ სახლებში მცხოვრებ მოსახლეობას, რომ გავაცნო ჩემი გეგმა. რომლითაც ეფექტურად და მოკლე დროში მოხერხდება ავარიული სახლების პრობლემის დასრულება კრწანისში", - განაცხადა გაბუნიამ.