„ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის" გლდანის მაჟორიტარობის კანდიდატი ინგა გრიგოლია ზემო ავჭალის დასახლებაში სარკინიგზო მშენებლობის დროს წარმოქნილ პრობლემებს გამოეხმაურა. ადგილობრივების განცხადებით, დასახლებას უკვე რამოდინიმე დღეა წყალი არ მიეწოდებათ, რაც რკინკიგზის სამშენებლო სამუშაოების დროს წყლის მილის დაზიანებამ განაპირობა. ინგა გრიგოლია დაუყოვნებლივ მოითხოვს აღნიშნული პრობლემის მოგვარებას და ხელისუფლებას დროული რეაგირებისკენ მოუწოდებს.
„ხელისუფლებას მოვუწოდებ, სასწრაფოდ ამოვიდნენ ზემო ავჭალაში და ამ ხალხს მიაქციონ ყურადღება. რკინიგზის შემოვლითი ხაზის მშენებლობის გამო მოსახლეობა უმძიმეს მდგომარეობაში აღმოჩნდა" - განაცხადა ინგა გრიგოლიამ.