დღეს ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის მიზნით გამოცხადებულ აუქციონზე 11 ობიექტის ნაცვლად 8 ობიექტი გაყიდა. ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, ჯამში 1-ელ თებერვალს ჩატარებული აუქციონის შედეგად შემოსულმა თანხამ 75 523 ლარი შეადგინა.
აუქციონზე გაიყიდა შემდეგი ობიექტების ლიცენზიები: მარნეულში, სოფ. ამბაროვკას ტერიტორიაზე, მდ. მტკვარზე "ამბაროვკას" ქვიშა, ხრეშის გამოვლინება, რომელიც შპს "გზა-2008"-მ 5 664 ლარად შეიძინა. ხაშურში, სოფ. ხცისის ტერიტორიაზე, მდ. მტკვარზე "სიაურის ქვიშა, ხრეშის საბადოს მფლობელი 14 735 ლარად შპს "ჯიესპი+ გახდა.
გაიყიდა ასევე ზუგდიდში, სოფ. დარჩელის მიმდებარე ტერიტორიაზე, მდ. ენგურზედარჩელის" ქვიშა, ხრეშის გამოვლინება; გარდაბანში, სოფ. ახალი სამგორის ტერიტორიაზე "ახალი სამგორის" თიხა-თაბაშირის (გაჯი) გამოვლინება; საჩხერეში, სოფ. სავანეს ტერიტორიაზე "იტავაზას" კვარცმინდვისშპატიანი ქვიშის გამოვლინება, საჩხერეში, სოფ. სავანეს ტერიტორიაზე "იტავაზა II"-ის კვარცმინდვისშპატიანი ქვიშის საბადო; ყაზბეგში, დაბა გუდაურის მიმდებარე ტერიტორიაზე წყაროს წყალი (წყალმომარაგება); ყაზბეგში, დაბა გუდაურის მიმდებარე ტერიტორიაზე წყაროს წყალი (წყალმომარაგება).