შსს საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის ოპერაციების მართვის მთავარი სამმართველოს II სამმართველოს (ბათუმი) კანონაღსრულებისა და საზღვაო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა, საქართველოს შიდა საზღვაო წყლებსა და ტერიტორიულ ზღვაში სასაზღვრო რეჟიმის (ცურვის წესების) ჰიდროციკლით დარღვევის ფაქტზე დააჯარიმეს საქართველოს მოქალაქე რევაზ იმნაძე.
აღნიშნულ პიროვნებას, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 114 (პრიმა ორი) მუხლის, VI ნაწილის შესაბამისად დაეკისრა ჯარიმა 300 ლარის ოდენობით.