ყაზბეგისა და თამარაშვილის კვეთაზე ავტოვარია მოხდა, შედეგად სამი ავტომობილი ერთმანეთს შეეჯახა. შედეგად "მიცუბიშის" მარკის ავტომობილი ადგილზე ამოტრიალდა, ხოლო "ოპელისა" და "მერსედესის" მარკის ავტომობილები ბორდიულზე ავარდნენ.
ავარიის შედეგად მსუბუქი დაზიანებები სამმა ადამიანმა მიიღო, ისინი საავადმყოფოში არიან გადაყვანილნი. შემთხვევის ადგილზე ექსპერტ კრიმინალისტები მუშაობენ.