მკვლელობა მოხდა დუშეთის რაიონის დაბა ჟინვალში. როგორც ჟინვალიდან მცხეთა - მთიანეთის საინფორმაციო ცენტრის ინფორმაციით, ჯერ-ჯერობით დაუდგენელმა პირმა ჟინვალის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებული ბესო ბუზალაძე მოკლა.
ბესო ბუზალაძე 42 წლის იყო. რწმუნებულად მუშაობის პარალელურად ის ჟინვალში ახალგაზრდებს ჭიდაობაში ავარჯიშებდა. ჟინვალის მაცხოვრებლები მას დადებითად ახასიათებენ და არ იციან მკვლელობა რას უკავშირდება.
მომხდარის შესახებ ჯერ კომენტარს არ აკეთებენ ოჯახის წევრები. აღძრულია სისხლის სამართლის საქმე. გამოძიებას შს მცხეთა - მთიანეთის სამხარეო მთავარი სამმართველო აწარმოებს.