ქდმ-ს საერთაშორისო მდივანი გიორგი რუხაძე ბერლინში აღმოსავლეთ ევროპის ქრისტიან-დემოკრატი ლიდერების შეხვედრას ესწრება. ღონისძიებას, რომელიც აღმოსავლეთ ევროპის ქრისტიან-დემოკრატთა ასოციაციის ორგანიზებით მიმდინარეობს, ყოფილი სოციალისტური ბანაკის 20-ამდე პოლიტიკური ლიდერი ესწრება. ქდმ-ს საერთაშორისო მდივანი შეხვედრაზე სიტყვით გამოვიდა და დამსწრე საზობადოებას საქართველოში მიდინარე მოვლენები, წინასაარჩევნო ვითარება და ქვეყანაში არსებული პრობელემბის გადაწყვეტის ქრისტიან-დემოკრატიული ხედვა გააცნო. "დღეს საქართველო გზაგასაყარზეა, სადაც არა მარტო ჩვენი ქვეყნის არამედ მთელი რეგიონის ბედი წყდება. მომავალი საპარლამენტო არჩევნების სამართლიან და კონკურენტულ გარემოში ჩატარებაზე დიდწილად იქნება დამოკიდებული მთელი კავკასიის დემოკრატიული პერსპექტივა" - განაცხადა რუხაძემ.
ამავე შეხვედრაზე გადაწყდა, რომ აღმოსავლეთ ევროპის ქრისტიან-დემოკრატთა ყრილობას ქართველი ქრისტიან-დემოკრატები თბილისში 22-23 სექტემბერს უმასპინძლებენ.
გერმანიაში ვიზიტამდე, ქრისტიან-დემოკრატების საერთაშორისო მდივანი ჰოლანდიის ქალაქ ამერსფურტში ევროპელი ქრისტიან-დემოკრატების მმართველი საბჭოს სხდომაში მონაწილეობდა. მოგივანებით კი გიორგი რუხაძე ამერიკის შეერთბულ შტატებში, ფლორიდის შტატაში გაემგზავრება, სადაც ქალაქ ტამპაში ამერიკის რესპუბლიკური პარტიის ყრილობას დაესწრება.