ბორჯომის რაიონში ტყეში გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია. სოფელ დაბაძველში ცეცხლი ტყის მასივს გუშინ გაუჩნდა. ხანძრის ლოკალიზებისთვის ადგილობრივი ძალები საკმარისი არ აღმოჩნდა და თბილისიდან ჩასული სამაშველო სამსახურისა და ვერტმფრენების საშუალებით ხანძრის ლოკალიზება მოხერხდა.
ხანძარმა 1 ჰექტრამდე ტყის მასივი გაანადგურა. ხანძრის გამომწვევი მიზეზი ამ დრომდე უცნობია. მომხდარზე სისხლის სამართლის საქმე უკვე აღძრულია.