ქარიშხალი "აიზეკი" ფლორიდას უახლოვდება. მექსიკის ყურეში ნავთობ და გაზგადამაუშავებელმა კომპანიებმა ნაწილობრივ შეაჩერეს მუშაობა. პლათფორმებიდან დასაქმებული პერსონალის ევაკუაცია მინდინარეობს.
ბი-ბი-სის ინფორმაციით, გადადებულია ასობით ავიარეისი.
შტატის გუბერნატორმა საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. საგანგებო ვითარება გამოცხადებულია ასევე ლუიზიანაში, მისისიპისა და ალაბამაში.
ათასობით ადამიანი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი.
სპეციალისტების განცხადებით, "აიზეკს "შეუძლია მნიშვნელოვანი ზიანის მიყენება მისი ცენტრიდან 320კმ რადიუსში.
"აიზეკმა" კუბასა და ჰაიტზე 6 ადამიანი იმსხვერპლა.
ტროპიკული შტორმის გამო ერთი დღით გადადო ყრილობა რესპუბიკურმა პარტიამ. მიტ რომნი პრეზიდენტობის კანდიდატის პოსტზე ფორმალურად სამშაბათს დამტკიცდება.