დღეს, 27 აგვისტოს, 12:00 საათზე. სასტუმროში „შერატონ მეტეხი პალასი" ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი, ჯამპსტარტ ჯორჯია და არასამთავრობო ორგანიზაციების - სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო - მიერ შექმნილი არჩევნების პორტალი წინა არჩევნებისა და ამომრჩეველთა სიების მონაცემებს წარადგენს.
არჩევნების პორტალის პროექტი ხორციელდება ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს USAID-ის მხარდაჭერით. პორტალის საწყისი მხარდაჭერა უზრუნველყო ფონდმა ღია საზოგადოება საქართველო (OSI). არჩევნების მონაცემთა ბაზის შექმნა დაფინანსებულია შვედეთის საერთაშორისო განვითარების და თანამშრომლობის სააგენტოს (Sida) მიერ.
ვებ გვერდი შექმნილია ჯამპსტარტ ჯორჯიას (jumpstart.ge) მიერ.