დღეს, 27 აგვისტოს, 16:00 სთ-ზე საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში, კულტურის მინისტრი ნიკოლოზ რურუა ისრაელის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და დიასპორის მინისტრს იული ედელშტაინს და ისრაელის დელეგაციას უმასპინძლებს.
დელეგაციას, რომლის შემადგენლობაშიც ისრაელის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში იუვალ ფუქსი, ისრაელის პრემიერ მინისტრის „ნატივის" დეპარტამენტის უფროსი ნაომი ბენ-ამი, ისრაელის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და დიასპორის მინისტრის მოადგილე კობი ცორეფი, საქართველოში ისრაელის საელჩოს პირველი მდივანი რონ შეხტერი და ისრაელის ქნესეთის (ისრაელის პარლამენტი) წევრი ნინო აბესაძე არიან, ისრაელის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და დიასპორის მინისტრი იული ედელშტაინი ხელმძღვნელობს.
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის ნიკოლოზ რურუასა და ისრაელის დელეგაციის შეხვედრის თემა ორი ქვეყნის კულტურული ურთიერთობების გაღრმავებაა.