უელსის პრინც ჰარის პორნოფილმში გადაღებისთვის 10 მილიონი აშშ დოლარი შესთავაზეს. ამის შესახებ TMZ.com წერს, რომელმაც რამდენიმე დღის წინ ლას-ვეგასში გადაღებული პრინცის პიკანტური ფოტოები გამოაქვენა.
გამოცემის ინფორმაციით, აშშ-ში პორნოწარმოების უდიდესი კომპანიის Vivid Entertainment -ის ხელმძღვანელმა პრინცს წერილი გაუგზავნა.
"ჩვენ სასიამოვნოდ გაგავაკვირვა თქვენმა ცელქობამ ლას-ვეგასში. სამწუხაროდ, ის რაც ვეგასში ხდება, მუდამ არ რჩება იქ", - ნათქვამია კომპანიის ხელმძღვანელის სტივ ჰირშის წერილში.
სტივ ჰირში მიიჩნევს, რომ ჰარის კანდიდატურა საუკეთესოა ამ ჟანრის ახალი შედევრის შესაქმნელად.
"ჩვენ გვსურს თქვენ შემოგთავაზოთ, მართლაც გახდეთ ყველა დროის "ყველაზე მაგარი პრინცი", რომელიც მონაწილეობას მიიღებს გასართობ, სექსუალურ მაღალბიუჯეტიან ფილმში სახელწოდებით "ჰარის უსიამოვნებანი" (The Trouble with Harry)", - ნათქვამია წერილში.
პრინცს უფლება ეძლება თავად აირჩიოს გადაღებების ადგილი. რაც შეეხება სექსის სცენებს, სტივ ჰირში პირობას დებს, რომ ის სამეფო პერსონის შესაფერისი იქნება.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის TMZ.com -მა გაავრცელა პრინც ჰარის პიკანტური ფოტოები, რომელიც ლას-ვეგასში ერთ ერთ სასტუმროშია გადაღებული.
ფოტოებზე პრინცი უცნობ გოგონასთან ერთად შიშველი ბილიარდს თამაშობს.
გავრცელებული ინფორმაციით, პრინცი ბილიარდს გახდაზე თამაშობდა და რამდენიმე პარტიის წაგების შემდეგ დარბაზში შიშველი აღმოჩნდა.