"არ გაბედოთ კოშკის ხელის ხლება", "საქართველოს ისტორია 2003 წლიდან არ იწყება", "ნუ გვინგრევთ ისტორიას" , - ამ ლოზუნგებით ნიკო ნიკოლაძის კოშკის ირგვლივ, კოალიცია "ქართული ოცნებისა" და ფოთის საზოგადოების წარმომადგენლებმა ცოცხალი ჯაჭვი შეკრეს და კოშკის ერთი ნაწილის შესაძლო დემონტაჟი გააპროტესტეს.
კოალიცია "ქართული ოცნების" ფოთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, ეკა ბესელიას განმარტებით, მის თანამოაზრეებთან ერთად კოშკის დასცავად მანამ დადგება, სანამ ამის საფრთხე იარსებებს.
აქციას შეუერთდნენ პარტია "სალომე ზურაბიშვილი - საქართველოს გზის" წარმომადგენლები და პირადად პარტიის საერთაშორისო მდივანი თემურ მურვანიძე.
"რაც დღეს ფოთში ხდება და რასაც ადგილობრივი მოსახლეობა მტკივნეულად აღიქვამს.
ეს ძეგლი არის ფოთის ისტორიის განუყოფელი ნაწილი და მისი ნაციონალების მიერ "რესტავრაცია", რეალურად ძეგლის ნგრევას ნიშნავს, რაც ფოთელებმა არ უნდა დაუშვან და დარწმუნებული ვარ, ამის უფლებას ადგილობრივ ხელისუფლებას არც მისცემენ", - განაცხადა თეიმურაზ მურვანიძემ.