დღეიდან სურსათის მწარმოებელი კომპანიების რეგისტრაცია დაიწყო. საწარმოთა რეგისტრაციას საჯარო რეესტრი განახორციელებს, რომელიც მთელი ქვეყნის მასშტაბით მოქმედი საწარმოების რეგისტრაციასა და სრულყოფილი ბაზას შექმნის.
სურსათის მწარმოებელი საწარმოების რეგისტრაციის პროცესს სავარაუდოდ 1 წელი დასჭირდება.
შეგახსენებთ, რომ ევროკავშირში ექსპორტზე ორიენტირებული სურსათის მწარმოებელ საწარმოთა შემოწმება 2011 წლის ბოლომდე დაიწყება; მაღალი რისკის სურსათის მწარმოებელი საწარმოების შემოწმება, გარდა ცხოველის საკვების მწარმოებელი საწარმოების - 2013 წლის ბოლომდე; ყველა სხვა სახის სურსათის მწარმოებელი საწარმოების შემოწმება - 2015 წლის ბოლომდე; ცხოველის საკვების მწარმოებელი საწარმოების შემოწმება კი 2017 წლიდან შევა ძალაში. ვიდრე სურსათის მწარმოებელი კომპანიების შემოწმება დაიწყება, სურსათის უვნებლობის სამსახურს უფლება აქვს პროდუქცია დახლზე შეამოწმოს და ამის შემდეგ რეაგირებისათვის საწარმოს მიმართოს