ფლორიდაში ქარიშხალი "აიზეკის" მოახლოების გამო ათასობით ადამიანი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა.
სინოპტიკოსები ქარიშხლის აშშ-ის სანაპიროსთან მოახლოებასთან ერთად მის გაძლიერებას ვარაუდობენ.
ფლორიდა -კის კუნძულებიდან მოსახლეობა მატერიკზე გადასვლას ცდილობს, რის გამოც გზებზე საცობები და გრძელი რიგებია.
ფლორიდის გუბერნატორმა საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. დაკეტილია ადგილობრივი აეროპორტები.
ქარიშხლის გამო რესპუბლიკურმა პარტიამ თავისი ყრილობა ერთი დღით გადადო.
"აიზეკმა" კუბასა და ჰაიტიში 6 ადამიანი იმსხვერპლა.