დღეს ცაგერში წმ. მაქსიმეს ტაძარში, დავით ბაქრაძემ და ბიძინა ივანიშვილმა ერთმანეთს ხელი ჩამოართვეს. ხელის ჩამორთმევის შემდეგ დავით ბაქრაძე და ბიძინა ივანიშვილი წმინდა მაქსიმე აღმსარებლის საფლავისკენ გაემართნენ და წმინდანის პანაშვიდს დაესწრნენ, რომელიც ლენტეხისა და ცაგერის ეპისკოპოსმა სტეფანემ გადაიხადა.
როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ ჟურნალისტებს განუცხადა, რელიგიური დღესასწაულის გათვალისწინებით, "ნაციონალურ მოძრაობას" დღეს პოლიტიკური აქტივობა არ ექნება, თუმცა, მოსახლეობასთან შეხვედრები დღესასწაულის ფარგლებში გაიმართება.
"დღეს რელიგიური დღეა და ვფიქრობ, პოლიტიკური აქცია არასწორი იქნებოდა. ამიტომ არანაირი პოლიტიკური შეხვედრები დღეს არ გვექნება", - აღნიშნა დავით ბაქრაძემ.