„ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ახვლედიანი ცაგერში წმ.მაქსიმე აღმსარებლის სახელობის ტაძარში სადღესასწაულო წირვას დაესწრო. გიორგი ახვლედიანმა და „ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის" წევრებმა მსვლელობაშიც მიიღეს მონაწილეობა და სრულიად საქართველოს მიულოცეს წმინდა მაქსიმე აღმსარებლის დღესასწაული.
„ეს არის დიდი ბედნიერება, რომ წმინდა მაქსიმე აღმსარებელის საფლავი სწორედ საქართველოშია. მთელი მართლმადიდებელი სამყარო სიხარულით ხვდება ამ დღესასწაულს. კიდევ ერთხელ ვულოცავთ სრულიად საქართველოს" - განაცხადა გიორგი ახვლედიანმა.