სირიის დედაქალაქ დამასკოსთან ახლოს მდებარე ქალაქ დარაიაშო ორასამდე ცხედარი იპოვეს. ამის შესახებ სირიის ოპოზიციის აქტივისტებზე დაყრდნობით ბი-ბი-სი იტყობინება.
ოპოზიცია აცხადებს, რომ დაღუპულები სახლების სარდაფებშია ნაპოვნი.
მათივე განმარტებით, ისინი "ქალაქის" წმენდისას სამთავრობო ძალების წარმომადგენლებმა დახოცეს.
ბი-ბი-სი ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ აღნიშნული ფაქტის დამადასტურებელი დამოუკიდებელი წყაროები ამ ეტაპზე არ არსებობენ.
ბოლო დღე ღამის განლავლობაში სირიაში 370 ადამიანია დაღუპული.
სამთავრობო ტელეარხები აღნიშნულ ფაქტზე კომენტარს არ აკეთებენ, ეთერში ისმის შემდეგი ფრაზა: "ჩვენმა გმირმა ჯარისკაცებმა ტერორიტებისგან გაწმინდეს ქალაქი დარაია".
გაეროს მონაცემებით სირიის კონფლიქტში 2011 წლის მარტიდან 18 ათასი ადამიანია დაღუპული.