კოალიცია "ქართული ოცნების" ლიდერი ბიძინა ივანიშვილი ლენტეხში გამართულ აქციაზე შეკრებილ მოსახლეობას დაჰპირდა, რომ მისი გუნდის ხეისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში მოსახლეობას საშუალება ექნება ხალხის მიერ არჩეული დეპუტატი გამოითხოვონ თუ ის არ შეასრულებს ხალხის დაკვეთას.
"როდესაც ჩვენ მოვალთ ხელისუფლებაში ძალიან სწრაფად აღვადგენთ დარღვეულ წონასწორობას და ძალიან სწრაფად აღვაგდენთ სამართლიანობას ქვეყანაში. ის რომ საქართველოში დღეს ყველაფერი ერთი კაცისა და ერთი ცენტრისაგან განისაზღვრება, შდეგიც მივიღეთ. ჩვენ მოსვლიდან ძალიან სწრაფად დავგეგმავთ ადგილობრივ თვითმართველობას. ცენტიდან განისაზღვრება მხოლოდ რა რაოდენობის ფინანსები უნდა გადაეცეს თქვენს რეგიონს, - განაცხადა ივანიშვილმა და ასევე ანიშნა, რომ მიირებენ კანონს მაღალმთიანი რეგიონების შესახებ, რომელშიც ასეთი რეგიონებისთვის შეღავათების დაწესებას ითვალისწინებს.
"თქვენ არჩეული დეპუტატებით განმსაზღვრავთ სად და როგორ უნდა დაიხარჯოს ეს ფული. აი, ეს დამოკიდებულება იქნება რეგიონთან. თქვენ იოლად მოკითხავთ თქვენს არჩეულ დეპუტატს, თქვენ იოლად გექნებათ საშუალება იმის, რომ თუ გამგეობაში ან საკრებულოში თქვენს მიერ არჩეული დეპუტატი ზუსტად ისე არ მოიქცევა როგორც თქვენ დაავალეთ, თქვენ უფლება გექნებათ მისი გამოთხოვის. ჩვენ მივიღებთ კანონს რეგიონებში მოხდეს დეპუტატების გამოთხოვა თუ ისინი არ შეასრულებენ თქვენს დანაპირებს", - განაცხადა ივანიშვილმა და აღნიშნა, რომ ხელისუფლება მოდის იმისთვის რომ მოემსახუროს ხალხს და არა იმისთვის რომ ხალხი მოიმსახუროს.