"ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის" კრწანისის მაჟორიტარობის კანდიდატმა ზაზა გაბუნიამ პურის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე ავარიული სახლების მოინახულა და იქ მცხოვრებ მოსახლეობას პრობლემის მოგვარების საკუთარი გეგმა გააცნო.
"მე დღეს მოვივლი იმ ქუჩებს სადაც ავარიული სახლებია განლაგებული და დაველაპარაკები მოსახლეობას, რომ გავაცნო ჩემი გეგმა, რომლითაც მოკლე დროში და მოსახლეობის ინტერესების შესაბამისად გადაიჭრება ავარიული სახლების პრობლემა კრწანისში"", - განაცხადა ზაზა გაბუნიამ.
ზაზა გაბუნიამ კრწანისელებს "ქრისტიან-დემოკრატების" სამართლიანი ტარიფების და ხელმისაწვდომი ჯანდაცვის პროგრამაც გააცნო.