82 წლის ასაკში გარდაიცვალა ნილ არმსტრონგი, ადამიანი, რომელმაც პირველმა გაიარა მთვარეზე.
არმსტრონგის გარდაცვალებასთან დაკავშირებით აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამა სპეციალური განცხადება გაავრცელა.
"ნილი, არა მხლოდ თავისი დროის არამედ აშშ-ის ისტორიის ერთ- ერთი უდიდესი გმირია. როდესაც ის და მისი კოლეგები Apollo-11-ით 1969 წელს გაემგზავრნენ მთვარეზე, მათ უკავშირდებოდათ მთელი ქვეყნის იმედები. მათ დაუმტკიცეს მსოფლიოს, რომ ამერიკულ სულს შეუძლია მიაღწიოს იმას, რაც მიუღწეველი გეჩვენება...", - აღნიშნავს ბარაკ ობამა და დასძენს, - " როდესაც ნილმა გადადგა პირველი ნაბიჯი მთვარის ზედაპირზე, მან ადამიანის დიდებულების დემონსტრირება მოახდინა, ამ მომენტის დავიწყება შეუძლებელია".
ნილ ოლდენ არმსტრონგი 1930 წლის 5 აგვისტოს დაიბადა. იგი იყო კორეის ომის მონაწილე. 1956 წკლიდან მუშაობა დაიწყო "ნასა"-ში
1966 წელს ხომალი Gemini 8-ის მეთაურის რანგში იგი პირველად გაფრინდა კოსმოსში.
1969 წლის 16 ივნისს Apollo-11-ის მეთაურის რანგში იგი კვლავ მიფრინავს კოსმოსში, მაგრამ ამჯერად მთვარეზე. 1969 წლის 21 ივლისს 3:56 საათზე (საშუალო ევროპილი დროით) ასტრონავტმა მილიონობით ტელემაყურებლის თვალწინ მთვარეზე ფეხი დადგა და პირველი ნაბიჯიც გააკეთა. იგი მთვარის ზედაპირზე 2:21 საათი იმყოფებოდა.
სულ მთვარეზე 12 ამერიკელი ასტრონავტი იმყოფებოდა.