საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა უმაღლესი სასწავლებლებში ჩარიცხულ სტუდენტებს წარმატება მიულოცა. მიხეილ სააკაშვილი ბათუმში 150 ახალგაზრდას შეხვდა , რომლებმაც გამოცდებზე ყველაზე მაღალი ქულები მიიღეს. მათ უმეტესობა სახელმწიფოსგან 100-პროცენტიანი დაფინანსება ექნება.
პრეზიდენტი სტუდენტებს განათლების სისტემაში მიმდინარე და სამომავლოდ დაგეგმილ რეფორმებზე ესაუბრა.
"თქვენ ხართ ყველაზე მაგარი 150 სტუდენტი საქართველოში. თქვენ ხართ ის, ვისთვისაც ჩვენ ვაშენებდით, ვქმნიდით და გავაგრძელებთ შექმნას", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.