საქართველოს ექს-საგარეო საქმეთა მინისტრი სალომე ზურაბიშვილი "დარღვევების კედლის" შექმნის ინიციატივით გამოდის.
ამის შესახებ ზურაბიშვილმა სოციალურ ქსელ Facebook-ის საკუთარ კედელზე დაპოსტა.
"ხომ არ იქნებოდა კარგი, რომ გაიხსნას ვებ-გვერდი, სადაც საწყისისათვის დაიდება ყველა წინასაარჩევნო, უკვე შემჩნეული დარღვევა/დარბევა, რასაც დავესწარით აქამდე, დათარიღებული და თუ არსებობს - თანდართული ვიდეო ან აუდიო მასალით. ამ დღიდან უკვე ეს გვერდი შეივსება ყველა მიღებული მასალით არა მხოლოდ "ოცნებიდან" და ტელევიზიებიდან მოგროვებულ, არამედ მოსახლეობის აქტიურობით მოპოვებული ანუ თავიანთი მობილურით დაფიქსირებული კადრები და პირდაპირ დადებული. ეს შექმნიდა უტყუარ სურათს ამ ხელისუფლების მრავალფეროვან დარღვევებისა და შემდეგ დამკვირვებლების, ჟურნალისტების და მონიტორების სამუშაოს დიდად წაადგებოდა", - წერს ზურაბიშვილი.