"ქრისტიან - დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერებმა დღეს პარტიის სათაო ოფისში პრესკონფერენცია გამართეს.
„ქრისტიან - დემოკრატების" ლიდერებმა, ლევან ვეფხვაემ და ინგა გრიგოლიამ დღეს სათაო ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე "ქრისტიან - დემოკრატიული მოძრაობის" ვაკის მაჟორიტარობის კანდიდატს ნინო გურიელს, რომელიც მსოფლიოს საჭადრაკო ოლიმპიადაში მონაწილეობას იღებს, წარმატებები უსურვეს.
„იმედი მაქვს, რომ ქართველი მოჭადრაკეები სტამბულში დააშამატებენ ჩვენს მოწინააღმდეგეებს და როდესაც ქალბატონი ნინო დაბრუნდება საქართველოში, დარწმუნებული ვარ ვაკეში თავის მოწინააჭმდეგეებს დააშამათებს და წარმატებული სექტემბერი ექნება ქალბატონ ნინოსაც და ჩვენს გუნდსაც." - განაცხადა ლევან ვეფხვაძემ
დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი გუნდი ძალიან სერიოზულ წარმატებებს მიაღწევს არჩევნებზე და რაც შეეხება მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადას, სადაც მე გუნდის კაპიტანი ვარ, ვეცდები გუნდი მედლების გარეშე არ დაბრუნდეს, მაგრამ გააჩნია რა სინჯის მედალს ჩამოვიტანთ."- განაცხადა ნინო გურიელმა