„ქრისტიან - დემოკრატიული მოძრაობის" სამგორის მაჟორიტარობის კანდიდატი, მაგდა ანიკაშვილი სამგორის რაიონში, სოფელ წინუბნის მოსახლეობას შეხვდა.
მაგდა ანიკაშვილი ადგილზე გაეცნო მოსახლეობის პრობლემებს და მათ „ქრისტიან - დემოკრატიული მოძრაობის" წინასაარჩევნო პროგრამა გააცნო.
ანიკაშვილის თქმით, სოფელს უკვე წლებია რაც წყალმომარაგების პრობლემა აწუხებს. მათ არა ერთხელ მიმართეს ხელისუფლებას პრობლემის მოგვარებასთან დაკავშირებით, მაგრამ წლების განმავლობაში ამ კუთხით მთავრობას არანაირი რეაგირება არ მოუხდენია.
„ მთელ დასახლებას არ მიეწოდება სასმელი წყალი და წლებია ეს პრობლემა ვერ მოგვარდა. ადამიანებს 21-ე საუკუნეში არ აქვთ სასმელი წყალი და მე მინდა მათთან ერთად მივმართო ხელისუფლებას, რომ უახლოეს ხანებში უზრუნველყოს მოსახლეობისთვის წყლის მიწოდება და საჭირო ინფრასტრუქტურის აღდგენა." - განაცხადა მაგდა ანიკაშვილმა