ნიუ-იორკში ცათამბჯენ Empire State Building-თან უცნობი პირის მიერ გახსნილი ცეცხლის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა ორამდე გაიზარდა. რვა ადამიანი დაჭრილია.
ინცინდენტი პიკის საათის დროს მანჰეტენის ცენტრში მოხდა.
პოლიციის ინფორმაციით, ირკვევა, რომ Empire State Building-ში განთავსებული ერთ-ერთი მაღაზიის თანამშრომელი უკმაყოფილო დარჩა სამსახურიდან გათავისუფლებით.
სწორედ მან დაიწყო სროლა და მოკლა საკუთარი კოლეგა. საავადმყოფოში გარდაიცვალა შემთხვევით დაჭრილი ერთი პიროვნება.
ასოშეიტედ პრესი თვითმხილვლებზე დაყრდნობით იტყობინება, რომ მამაკაცმა ცეცხლი უმისამრთოდ გახსნა.
პოლიციამ მისი ადგილზე ლიკვიდაცია მოახერხა.