საქართველოს საექსპორტო ათეულის სათავეში მსუბუქმა ავტომობილებია, საიმპორტოში - ნავთობი და ნავთობპროდუქტები. როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" "საქსტატიდან" აცნობეს, სასაქონლო ჯგუფებიდან საქართველოს საექსპორტო ათეულში პირველი ადგილი კვლავ მსუბუქმა ავტომობილებმა დაიკავა და 319 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, მთელი ექსპორტის 24 პროცენტი. ფეროშენადნობების ექსპორტი უდრიდა 153 მლნ. აშშ დოლარს, ხოლო მისი წილი მთლიან ექსპორტში - 11 პროცენტს. მესამე ადგილზე კვლავ აზოტოვანი სასუქების ჯგუფი დაფიქსირდა. ამ სასაქონლო ჯგუფის ექსპორტმა 72 მლნ. აშშ დოლარი და მთელი ექსპორტის 5 პროცენტი შეადგინა.
რაც აშეეხება უმსხვილესი საიმპორტო სასაქონლო ჯგუფს, 2012 წლის იანვარ-ივლისში კვლავ ნავთობი და ნავთობპროდუქტები რჩება, რომლის იმპორტმა 518 მლნ. აშშ დოლარი და მთელი იმპორტის 12 პროცენტი შეადგინა.
მეორე ადგილზე იმყოფებოდა მსუბუქი ავტომობილების სასაქონლო ჯგუფი 388 მლნ. აშშ დოლარით, რაც იმპორტის 9 პროცენტი იყო. მესამე ადგილზე ნავთობის აირები და აირისებრი ნახშირწყალბადების ჯგუფი დარჩა 152 მლნ. აშშ დოლარით (იმპორტის 4 პროცენტი).