საქართველოს უსმხვილესი სავაჭრო პარტნიორებად კვლავ თურქეთი, აზერბაიანი და უკრაინა რჩებიან.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" "საქსტატიდან" აცნობეს, 2012 წლის იანვარ-ივლისში ათი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორის წილმა საქართველოს მთლიან საგარეო სავაჭრო ბრუნვაში 66 პროცენტი შეადგინა.
უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორების სათავეში თურქეთია, რომელთან სავაჭრო ბრუნვამ 880 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, აზერბაიჯანი - 710 მლნ. აშშ დოლარი და უკრაინა - 413 მლნ. აშშ დოლარი.