„ქართული ოცნების" სამგორის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ზურაბ აბაშიძე აეროპორტის დასახლების მცხოვრებლებს შეხვდა.
დეპუტატობის კანდიდატს მცხოვრებლებმა პირადი და ზოგადად აეროპორტის დასახლების პრობლემები გააცნეს.
ზურაბ აბაშიძემ შეკრებილებს „ქართული ოცნების" ჯანდაცვის,განათლებისა და დასაქმების პროგრამა გააცნო და არსებული პრობლემების მოგვარების მისეული გეგმის შესახებ ესაუბრა.
„ 2 ოქტომბრიდან თავისუფალ და თავისუფალი მოქალაქეებისგან შემდგარ საქართველოში ვიცხოვრებთ.ამის საწინდარი კი თითოეული მოქალაქის არჩევნებზე მისვლა იქნება! " - განაცხადა ზურაბ აბაშიძემ შეხვედრის დასასრულს და ამომრჩევლებს არჩევნებზე მისვლისკენ მოუწოდა.